მოსკოვში, საგარეო დაზვერვის სამსახურის გადამდგარმა გენერალ-მაიორმა თავი მოიკლა

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, საგარეო დაზვერვის სამსახურის გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ლევ სოცკოვმა თავი მოიკლა. ცხედარი მისმა მეუღლემ, ნოვატოროვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში იპოვა.

ლევ სოცკოვმა დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (MGIMO), მოგვიანებით დაიწყო მუშაობა საგარეო დაზვერვაში, ეკავა მაღალი თანამდებობები უცხო სახელმწიფოების სადაზვერვო აპარატში. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი საარქივო მასალებზე დაყრდნობით, რამდენიმე წიგნი გამოსცა დაზვერვაში, მისი საქმიანობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი ივნისის ბოლოს მიწვეული იქნება NATO-ს მადრიდის სამიტზე – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიასაქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა