მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის მანქანა აფეთქდა

მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის, ანდრეი ტორგაშევის მანქანა აფეთქდა.

ანდრეი ტორგაშევის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

გამოძიება უკრაინული სპეცსამსახურების ქმედებებთან დაკავშირებულ ვერსიაზე მუშაობს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქება მძღოლის სავარძლის ქვეშ განთავსებული დაუდგენელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად მოხდა.

აფეთქების შედეგად ასევე თავდაცვის სამინისტროს ოფიცრის ცოლი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის კამპანიამ ფედერალურ საარჩევნო კომისიაში კამალა ჰარისის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
შემდეგი სტატიაარვიცი უხეიროა, თუ როგორია ივანიშვილი როგორც დიქტატორი, მაგრამ როგორც ოლიგარქი ბევრ ფულს შოულობს – გვარამია