მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი დასრულდა

რუსეთის დედაქალაქში ტრადიციული სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავს მიეძღვნა. აღლუმში მონაწილეობა მიიღო 13,6 ათასმა სამხედრო პირმა და 138 ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ. აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გაუარესების გამო გადაიდო.

მსვლელობის სიახლე იყო ორი ავტომობილი Aurus-ი და თავდაცვაში რამდენიმე ხნის წინ მიღებული ავტომატები АК-12 – წერს “დოიჩე ველე”.

გამარჯვების აღლუმი რუსეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიფრანკფურტის აეროპორტში ფრენები უპილოტო საფრენი აპარატის გამო დროებით შეაჩერეს
შემდეგი სტატიაჩეჩენური მაფიის აქტიურობა გერმანიას აშფოთებს