მოსკოვში პანიკაა – მართალია, ამას ოფციალური კრემლი არ ადასტურებს, მაგრამ რუსეთის დედაქალაქში მცხოვრები ქართველი, რომელიც ობიექტური მიზეზის გამო, ვინაობას არ ამხელს, „თაიმერს“ ეუბნება, რომ მოსახლეობას სახლიდან გასვლა აუკრძალეს და გააფრთხილეს, რომ როგორც კი განგაშის სიგნალს გაიგებენ, თავი სარდაფებს შეაფარონ.
„რამდენიმე საათია, შინიდან გასვლა აკრძლალული გვაქვს. ამასთან, სამედიცინო სფეროს ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც პენსიაში იყო გასული, გამოიძახეს და დავალება მისცეს, რომ მზადყოფნაში იყვნენ, რადგან რუსეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ იქნებიან დაჭრილები და გარდაცვლილები,“ – უყვება „თაიმერს“ მოსკოვში მცხოვრები ქართველი.
ამასთან, „თაიმერი“ აფხაზეთიდან დევნილებსაც ესაუბრა, რომლებიც ლამის 30 წელია, მოსკოვში ცხოვრობენ. ისინი ამბობენ, რომ ისევ დევნილობა უწევთ, ანუ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ფართომასშტაბიანი არეულობა დაიწყება, ქართველი დევნილები იძულებულნი გახდებიან, ქვეყანა დატოვონ.