მოსკოვში ოცდაოთხ საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

მოსკოვში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ოფიციალური სტატისტიკით, სულ რუსეთის დედაქალაქში „კოვიდ 19“-ით 50 ადამიანია დაღუპული.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ასაკი 33-დან 87-წლამდეა და ყველა პაციენტს თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ამგვარად, ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად სულ 88 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირების საერთო რაოდენობა კი 10 ათასს აჭარბებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში კორონავირუსით 16 513 ადამიანია გარდაცვლილი
შემდეგი სტატიადღეს სპეცრეისით თბილისი-ლარნაკა-თბილისი საქართაველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან