მოსკოვის ცენტრში მსახიობისა და რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის სტუდია დაცხრილეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობას დაუზიანდა ფანჯრები -ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით. ამ დროისთვის სხვა დეტალები არ ვრცელდება. მიმდინარეობს გამოძიება.