მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გადაიდო

,,კროკუს სითი ჰოლის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28 მარტს მოსკოვში დაგეგმილი ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გადაიდო.
მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში, კონცერტებისა და საზეიმო ღონისძიებების გადადების მიზეზი, კემეროვოში 3 დღის უკან მომხდარი ტრაგედია და ამ ტრაგედიის გამო გამოცხადებული გლოვის დღეები გახლავთ.
კონცერტის ორგანიზატორების ცნობით, ნანი ბრეგვაძის კონცერტი მოსკოვის ,,კროკუს სითი ჰოლში,, 5 ივნისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიშსს სამეგრელოს-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს უფროსის დანიშვნის ფაქტს ადასტურებს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპს გაასამართლება ელის