მოსკოვში მთვრალ მშობლებს ორი ბავშვი ტაქსიში დარჩათ

მოსკოვში მთვრალ მშობლებს ორი ბავშვი ტაქსიში დარჩათ

მოსკოვში მთვრალ მშობლებს ორი ბავშვი ტაქსიში დარჩათმოსკოვში მთვრალმა მშლობლებმა ჩვილი ტყუპები ტაქსიში დატოვეს – ამის შესახებ რუსეთის შსს-ს ვებ გვერდზეა საუბარი. დედაქალაქის პოლიციამ ბავშვები ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

“დედის მიმართ შედგენილია პროტოკოლი სამართალდარღვევის შესახებ, რომელიც არასრულწლოვანის აღზრდის შესახებ ვალდებულების შეუსრულებლობას ნიშნავს” – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციის მონაცემებით, გუშინ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალი და მამაკაცი ტაქსიში ჩასხდნენ. ტაქსის მძღოლის თქმით, მათ მაშინათვე დაიწყეს ჩხუბი. მანაქანა გააჩერეს და სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ.
მოგვიანებით დადგინდა, რომ ტყუპების დედა ორჯერ იყო ნასამართლევი პროსტიტუციის გამო. მას კიდევ ორი 11 და 14 წლის შვილები ყავს.

banner
წინა სტატიაშინაქერალას უღელტეხილზე ავტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიადი კაპრიომ პუტინის როლის შესრულებაზე თანხმობა განაცხადა