მოსკოვში მოქალაქემ ლენინის დამარხვა სცადა

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში 10 მაისს, დილის 5 საათზე, დაცვის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებმა წითელ მოედანზე ნიჩბიანი მამაკაცი შეამჩნიეს, რომელიც ლენინის მავზოლეუმთან ახლოს იდგა და თავისთვის ხმამაღლა ლაპარაკობდა… რის გამოც პოლიცია გამოიძახეს.
,,მასკოვსკი კამსამოლეცის,, ცნობით, პოლიციის მიერ დაკავებულმა მოქალაქემ, 45 წლის მამაკაცმა, რომელიც მოსკოვში მცხოვრები აღმოჩნდა, პოლიციელებს განუცხადა რომ საბჭოეთის დიდი ბელადის დასამარახად იყო მისული მავზოლეუმში და ამ წმინდა საქმისთვის მან მრავალი კილომეტრი ფეხით იარა.
გამოცემის ცნობით, მამაკაცს ფსიქიური აშლილობა ჰქონდა და ის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში(video) სოციალურ ქსელში განთავსდა დაღუპული ქართველი მეომრის ვიდეო
შემდეგი სტატიაბაქომ დაბლოკა „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის საიტი