მოსკოვში კვერცხების და პამიდვრების მაგივრად ტორტებს ისვრიან

LifeNews-ის რედაქციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ცნობილ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ტორტით ესხმიან თავს.
ვიდეოზე უცნობი მამაკაცი ნავალნის სახეში ესვრის ტორტს და გარბის, ამის შემდეგ ოპოზიციონერს კიდევ ერთ ტორტს ესვრიან.
როგორც თავად პოლიტიკოსმა გაავრცელა, ინციდენტი მოსკოვში, კორუფციასთან ბრძოლის ოფისთან მოხდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რუს ოპოზიციონერ მიხაილ კასიაკოვსაც, რომელიც რესტორანში იჯდა, უცნობი ტორტით დაესხა თავს.

 

https://youtu.be/O1c_GKmwosg

banner
წინა სტატიაშიკერი რუსეთს აშშ-ს მთავარ საშიშროებად არ თვლის
შემდეგი სტატიადევიდ ლი: ტყუილია, რომ თუ რუსეთი საქართველოში ინტერნეტს გააკონტროლებს, ეს არ იქნება პრობლემა