მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, ავტომობილი, რომლითაც ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში გააჩერეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ექვსი პირი იმყოფებოდა, ოთხმა მათგანმა გაქცევა მოახერხა.
რუსული მედია აცხადებს, რომ დაკავებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.