მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სავარაუდოდ ოთხი ტერორისტია.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბრიანსკის ოლქში ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა „რენოს“ მარკის ავტომობილს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაშავებულია და საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
მედიაში ასევე ვრცელდება ექვსიდან ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა. ისინი 21-და 51 წლამდე ასაკის სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.