მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

„კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვმა 93-მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, დაშავებულია 121 ადამიანი.

სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი სავარაუდო ტერორისტი.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბრიანსკის ოლქში ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა „რენოს“ მარკის ავტომობილს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაშავებულია და საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

მედიაში ასევე ვრცელდება ექვსიდან ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა. ისინი 21-და 51 წლამდე ასაკის სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – არასამთავრობოების ნაწილი განკუთვნილ თანხებს, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის იყენებს
შემდეგი სტატიამაია სანდუ – მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მოსკოვის მახლობლად მომხდარი საშინელი ტერაქტის გამო, ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის