მოსკოვში ისლანდიის საელჩომ მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა

ისლანდიის მთავრობის განცხადებით, 2023 წლის 1-ელი აგვისტოდან მოსკოვში ისლანდიის საელჩომ მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა.

განცხადება ისლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე არის განთავსებული.

„რუსეთის ფედერაციაში, სომხეთის რესპუბლიკაში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში არსებული ისლანდიის საელჩოები ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მიმდინარე პირობებში საელჩოს ფუნქციონირება მოსკოვში რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური სამსახურის პრიორიტეტებს არ შეესაბამება.

“გადაწყვეტილება საელჩოს დახურვის შესახებ ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობების შეწყვეტას არ გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი დაიბარეს
შემდეგი სტატიარუსეთის ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით, გერმანიაში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ პუტინი ყველაფრის გასაკეთებლად მზად არის