მოსკოვში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „საელჩო“ გაიხსნება – რუსული მედია

„მოსკოვში მალე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „საელჩოები“გაიხსნება“, – ამის შესახებ რია ნოვოსტი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ ვეცდებით ეს უახლოეს მომავალში მოხდეს, რაც უფრო მალე მოხდება მით უკეთესი. კონკრეტული სამუშაოებით ვართ დაკავებულნი“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიმართვის შემდეგ, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ორი რეგიონის, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„ამ ვითარებაში აუცილებლად მივიჩნევ დიდი ხნის წინ მომწიფებული გადაწყვეტილების მიღებას, დაუყოვნებლივ ვცნო დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – აღნიშნა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მზადაა უმასპინძლოს ყველას, ვინც დისკრიმინაციის გარეშე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებს – პუტინი
შემდეგი სტატიასახელმწიფო ვალთან დაკავშირებით პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა