29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მოსკოვში ჩავარდნილი 9 მაისი და “ოცნების” პანიკა — ზურაბიშვილი ხელისუფლების ქაოსსა და რუსეთის სისუსტეზე

მოსკოვში ასეთი 9 მაისი ჯერ არ ყოფილა! არათუ არცერთი ლიდერი არ ჩადის. მძიმე ტექნიკას აღლუმზე არ თუ ვერ გამოიყვანენ. პრაქტიკულად უკრაინას ეხვეწებიან – ოღონდ რუსულ სტილში ანუ მუქარით – არ ჩაგვიშალოთ ზეიმიო. ყველა ფრონტზე რუსეთი დაცვითი რეჟიმში არის გადასული და სადაა “კიევს სამ დღეში ავიღებთო”, ახლა თვითონ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას. უკრაინამ წაართვა ინიციატივა და უგებს სტრატეგიით, ინოვაციით და შემართებით.
პუტინს თუ კი ტრამპის იმედი ჰქონდა ოდესღაც, ეხლა ხედავს, რომ იმისი ინტერესი შენელდა და პრიორიტეტი ირანი, კუბა თუ ჩინეთში ჩასვლაა … უკრაინას ევროპა უმაგრებს ზურგს და დაპირებულ თანხების გადაცემას უნგრეთი აღარ ბლოკავს.
ამიტომ ფორიაქი ოცნების რიგებში და ურთიერთგამომრიცხავი ნაბიჯები: ზელენსკისთან შეხვედრა და ევროპულ კონფერენციაზე ჩასვლა, თან დაცინვა პაშინიანისა და მაკრონის და ევროკომისიის და ევროპარლამენტის ლანძღვის გაძლიერება პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეოს მიერ! ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების ვერჩანიშვნა. აშშ-სთან დალაგების იმედის შექმნა და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლის ჩამოსვლის დღეს დაამთხვიო ჯაშუშობის ბრალდებით დაჭერები და მძიმე განაჩენების გამოტანა.
აღარც ლოგიკა, აღარც თანმიმდევრობა, აღარც თვითდაჯერება! ამიტომ, საკვირველი არაა, რომ ოცნების მხარდამჭერების გამოხშირებულ რიგებში სუფევს დაბნეულობა, იმედგაცრუება და შიში!”-წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში
banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე საზოგადოებას 26 მაისს შეკრებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაირაკლი შაიშმელაშვილი: ჩემს ადვოკატს საბოლოო სიტყვის სასამართლოში წაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცა