მოსკოვში აზერბაიჯანელმა ექსპერტმა ობსტრუქცია მოუწყო სეპარატისტებს

რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ჩატარდა კონფერენცია “ინტეგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: პრობლემები და პერსპექტივები”, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლიტოლოგები და ექსპერტები დსთ-ს ქვეყნებიდან. ღონისძიების ორგანიზატორი იყო რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი.
“აზერბაიჯანი არ იყო და არ იქნება გეოპოლიტიკური ცენტრების ბრძოლის სივრცე” – განაცხადა თავის გამოსვლაში რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლებებისა და დიპლომატიური უსაფრთხოების სფეროში ეროვნული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რუფატ ალიევმა.
“დღეს, სამწუხაროდ, მონაწილეებმა ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლეს და საქართველოს დაესხნენ თავს. ეს ადვილია იმიტომ, რომ ამ მაგიდასთან ამ ქვეყნის წარმომადგენელი არ არის. მაგრამ მე აქ ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანული მხარისთვის ამ მომენტამდე უცნობია ამ კონფერენციაში არაღიარებული რესპუბლიკების მონაწილეობის ფაქტი. აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტოტიულ მთლიანობას მხარს უჭერს. რაც შეეხება ისრაელს, ის აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიული მეგობარია, ხოლო აზერბაიჯანი ებრაელებისთვის მეორე სამშობლოა.
თქვენ იცით, რომ თურქეთი, საქართველო და ისრაელი ამ ღონისძიებაზე არ არიან წარმოდგენილნი და ამით სარგებლობთ. მაგრამ მე ვარ აქ და მე გაგცემთ პასუხს!” – ასე უპასუხა პოლიტილოგმა რუფატ ალიევმა სეპარატისტული რესპუბლიკების და სომხეთის წარმომადგენელთა ანტითურქულ, ანტიებრაულ და ანტიქართულ გამოსვლებს.
რაც შეეხება თურქულ-სომხულ ურთიერთობას და გამოგონილი “სომხური გენოციდის” ზეგავლენას, ამასთან დაკავშირებით ალიევმა აღნიშნა, რომ ერდოღანმა ჯერ კიდევ წლების წინ შესთავაზა სომხეთის ხელმძღვანელობას ყველა არქივის გახსნა და ამ საკითხის ისტორიულ სიბრტყეზე გადაჭრა. თუმცა, სომხეთმა უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ და ევროპამ თურქეთის პრემიერის პოზიცია დადებითად შეაფასეს. ეს გარკვევით აჩვენებს, ვის არ უნდა რეგიონში მშვიდობა.

კონფერენციის მსვლელობისას ორგანიზატორები, ლექტორები და მონაწილეები არაერთხელ შეეცადნენ აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის სიტყვის შეწყვეტას. “თუკი თქვენ თავმჯდომარე ხართ, ორგანიზატორი, ლექტორი ან კიდევ სხვა ვინმე, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ აზერბაიჯანისთვის პირის მოკეტვა შეგიძლიათ” – განუცხადა ალიევმა იქ დამსწრეთ.
აღვნიშნავთ, რომ რუფატ ალიევის გამოსვლას ესწრებოდნენ რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ლექტორები, სპეციალისტები და მეცნიერ-თანამშრომლები, რექტორი – რუსეთის ფედერაციის დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორი და ექს-პრემიერი მ. ფრადკოვი. სხვათა შორის, ფრადკოვმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა აზერბაიჯანის წარმომადგენლის მომზადების მაღალი დონე აღნიშნეს და მადლობა გადაუხადეს მას მონაწილეობისათვის.
მასალა გამოქვეყნდა აზერბაიჯანულ საიტზე Azeri.Today.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ავღანეთში “ყველა ბომბის დედა” ჩამოაგდო
შემდეგი სტატია“ოლიგარქიული არხები მბლოკავენ, CNN კი მეორე დღეა, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების განხილვაზე მიწვევს”