მოსკოვში, აშშ-ს საელჩოსთან ტერიტორიას “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი” დაარქვეს

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ “უსახელო ტერიტორიას”უკრაინის ოკუპირებული ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი” ეწოდა.

დოკუმენტი მოსკოვის მერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთი აცხადებს, რომ “დონბასის დამცველების ხსოვნის” რუკაზე გაცოცხლების ინიციატივა მოსკოვის საქალაქო ორგანოს დეპუტატებმა გამოთქვეს. ასევე, ოკუპანტი ქვეყანა ირწმუნება, რომ მოსკოვის მთავრობამ მოქალაქეებისგან არაერთი მიმართვა მიიღო სახელის სხვადასხვა ვარიანტზე.

banner
წინა სტატიაშისამშაბათს ხარკოვის დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დონეცკის რეგიონში დაიჭრა 6 ბავშვი
შემდეგი სტატიაკალაძე – ჩემი გუნდის წევრებს უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს