9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს.”

„უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება: საფრთხე მოსკოვში, „ცარიცინოს“ მუზეუმ-ნაკრძალში (2026 წლის 31 ოქტომბერს).

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში შეიტყო სარწმუნო საფრთხის შესახებ, რამაც შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს დღეს, 31 ოქტომბერს, მოსკოვში, „ცარიცინოს” მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე…

აშშ-ის მთავრობა რეაგირების ზომების კოორდინაციას ახდენს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან,” – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულის თაობაზე რუსეთის ხელისუფლების კომენტარები ჯერ არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა არასასურველ ორგანიზაციათა სიაში თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრი შეიყვანა
შემდეგი სტატიარუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა