მოსკოვში ახალი ამბების რედაქტორი ცივი იარაღით მოკლეს

მოსკოვში ახალი ამბების ეროვნული სამსახურის რედაქტორი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს -ინფორმაციას რუსული მედია წერს.
როგორც მოკლულის კოლეგამ განაცხადა, მკვლელობა 3 მაისს დღისით მოხდა. “ბინა გაქურდეს. იმავე დღეს საღამოს, მასთან დედა ჩამოვიდა კალუგადან სტუმრად. მან ნახა პირველმა შვილის ცხედარი” – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
რუბცოვის კოლეგების თქმით, მისი სიკვდილი პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება. საინფორმაციო სააგენტოში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ნაცნობის მიერ არის ჩადენილი, რომელსაც ალექსანდრ რუბცოვმა კარი გაუღო. სავარაუდო მკვლელის ფოტოები პოლიციას უკვე აქვს.

რუბცოვს დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული და სასტიკად არის ნაცემი. ის 35 წლის იყო. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ის “НАШЕ Радио”-ზე, Rock FM-ზე, Best FM-სა და “Радио JAZZ”-ზე ახალ ამბებს კითხულობდა.

banner
წინა სტატიაშიეს ქვეყანა გაძლევს მუშაობის,სწავლისა და თვითდაფინანსების საშუალებას
შემდეგი სტატიაძლიერი სეტყვა გორის რაიონში-ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ