რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვს „ჰამასის“ დელეგაცია სტუმრობს.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აღნიშნული პალესტინური მოძრაობა მოსკოვში ვიზიტით იმყოფება“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე, თუმცა ვიზიტის დეტალებზე არ უსაუბრია.
როგორც რუსული სააგენტო RIA Novosti პალესტინელთა დელეგაციის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით წერს, მოსკოვში მყოფთა შორის არის „ჰამასის“ მაღალი რანგის წევრი ანუ მარზუკი.