მოსკოვს ევროპაში აშშ-ს ატომური არსენალის გაზრდის მცდელობაში შეაქვს ეჭვი

რუსეთს ატომური არსენალის მოდერნიზების პროგრამა აშფოთებს, რომელსაც ახლა ატარებს აშშ-ს მთავრობა – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მიხაილ ულიანოვმა.
უწყების ეჭვი გამოწვეულია 2010 წლის ატომური დოქტრინის განახლებით, რომლის რეალიზებასაც ახდენს აშშ. ულიანოვის თქმით, ატომური ბომბი В61-12-ის უნიფიცირებული ვარიანტი იქმნება, რომელსაც გაძლიერებული სიზუსტე ექნება.
ახალი ავიაბომბები ახალი ტიპის იარაღია – თვლის ულიანოვი და აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს ნატოში და იმედს იტოვებს, რომ რუსი სამხედროები აშშ-სა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, ადეკვატურ პასუხს გასცემენ.

banner
წინა სტატიაშიობამა პუტინზე: “ის არც ისეთი სულელია”
შემდეგი სტატიაგერმანიაში აშშ-ს საელჩოსთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც აფეთქებით იმუქრებოდა