ამ დროისთვის საჰაერო განგაშის სირენის ხმა ისმი კურსკის, ორიოლის, რიაზანის, კალუგას, მოსკოვის, ვორონეჟის, ნოვოსიბირსკის, ლიპეცკის, ტამბოვის, ბელგოროდის რეგიონებში
მოსკოვის სამმა აეროპორტმა ფრენები შეაჩერა და საგანგებო ვითარებაზე გადავიდა. გამოცხადებულია “წითელი ხალიჩის” რეჟიმი.
მასობრივი შეტევის გამო მოსკოვში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებიცაა: არ მუშაობს ბანკომატები. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ყირიმს უკრაინელები “ნეპტუნის” რაკეტებით უტევენ. რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაშია.