12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

მოსკოვს და რუსეთის რამდენიმე ქალაქს დრონებით თავს დაესხნენ

21 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა. მოსკოვის გარდა, თავდასხმის სამიზნე კიდევ არაერთი ქალაქი გახდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქის თავზე 27 დრონი ჩამოაგდო.

რუსული მხარის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები ასევე ჩამოაგდეს ბრიანსკის, სმოლენსკის, კალუგის, ბელგოროდის, ვორონეჟის, როსტოვის, ვოლგოგრადის, ტულას, რიაზანის, კურსკის, სარატოვისა და სამარის ოლქებში, ასევე თათრეთსა და ოკუპირებულ ყირიმში.

რუსული მედიის ინფორმაციით, სარატოვის ოლქში თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქი სარატოვი და მეზობელი ქალაქი ენგელსი. ადგილობრივი მაცხოვრებლები იტყობინებიან ხანძრის შესახებ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (НПЗ) ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, დრონებმა უფამდეც მიაღწიეს, სადაც ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაესხნენ თავს. როგორც ბაშკირეთის გუბერნატორმა, რადი ხაბიროვმა „ტელეგრამში“ დაწერა, შაბათს ღამით უკრაინული დრონები თავს დაესხნენ უფას და ქალაქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.

ორი ჩამოგდებული დრონი საცხოვრებელ კორპუსს (ახალმშენებლობას) დაეცა, რის შედეგადაც იქ ხანძარი გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშისაშიში იარაღი დასახლებულ პუნქტში: ისრაელში ირანული კასეტური ქობინის აფეთქების ადგილიდან კადრები ვრცელდება
შემდეგი სტატიაპატრიარქის საფლავი მზად არის, მცირე დეტალები დარჩა – სიონის ტაძრის მღვდელმსახური