მოსკოვმა თურქეთს „ისლამური სახელწმიფოს“ იარაღის ძირითადი მიმწოდებელი უწოდა

დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია რუსეთს შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდეს

თურქეთი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ იარაღით და მანქანებით მთავარი მომმარაგებელია, ამაზე მუშაობას კი კურირებას ქვეყნის უშიშროების სამსახური ანხორციელებს – ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოსადმი მიწერილ წერილში განაცხადა – რუსული მედია წერს.
„ტრანსპორტირება, ძირითადად, ავტომობლებით ხდება, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის კოლონებით“ – წერს მაღალჩინოსანი დიპლომატი.
ჩურკინმა ასევე განაცხადა, რომ გასულ წელს ქვეყანაში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა 1,9 მილიონი დოლარის ასაფეთქებელი ნივთიერებები და ქიმიკატები მიიღეს. „სულ, 2015 წლის მანძილზე ტერორისტებმა თურქეთიდან 2,5 ტონა ამონიუმი, 456 კალციუმის ნიტრატი, 75 ტონა ალუმინის ფხვნილი, ნატრიუმის ნიტრატი, გლიცერინი და აზოტის მჟავა მიიღეს“ – საუბარია დოკუმენტში.
2015 წლის ნოემბერში ერაყელმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, მუვაფაკ ალ-რუბაიმ თურქეთს ბრალი კონტრაბანდული ნავთობის შეძენაში დასდო.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება
შემდეგი სტატიაობამამ და პოროშენკომ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს