მოსკოვმა სკრიპალის საქმეზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

რუსეთი მზად არის უშიშროების ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაში მიიღოს მონაწილეობა და ბრიტანეთს მოუწოდებს წარმოადგინოს იმ ნივთიერების ნიმუში, რომელსაც ბრიტანული გამოძიება ახსენებს ინციდენტში – ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ მზად ვართ გამოძიებისათვის, ჩვენ დასამალი და საშიში არაფერი გვაქვს, რადგანაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ბრალი დაგვდეს კონვენციის დარღვევაში, სხვა გზა უბრალოდ, არ არსებობს. სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ინტენსიური დიალოგის გარეშე აქ ვერ გავალთ” – თქვა მან.
ნებენზის სიტყვებით, რუსეთი მიზანშეწონილად მიიჩნევს მიმართოს ქიმიური იარაღის აკრძალვის კომისიას, რომ მან შეისწავლოს ბრიტანეთში ამ საქმეში არსებული ნივთიერების ნიმუშები და დამოუკიდებელი ანალიზი ჩაუტაროს მას” – განაცხადა ელჩმა.

“რა არის მოტივი სერგეი სკრიპალის მოშორების, ადამიანის, რომელის საქმეც განხილეს, სასჯელიც მოიხადა, შეწყალებულიც იქნა და გადაცემული ბრიტანეთის ხელისუფლებას და რომელიც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა რუსეთისთვის?” – დასვა შეკითხვა რუსეთის მუდმივმა ელჩმა, რომლმაც თავისი გამოსვლის დასასრულს თქვა, რომ ინციდენტთან რუსეთი არანაირ კავშირში არ არის და რომ ლონდონის ულტიმატუმებს რუსეთი უსუსურად მიიჩნევენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა:საზღვარზე უკანონო გადასვლა საქართველოს მთავრობის მიერ არის წახალისებული
შემდეგი სტატიასაფეხბურთო ბოიკოტების ისტორია-ბრიტანელები რუსეთში არ გაემგზავრებიან