მოსკოვმა ოკუპირებულ სოხუმს ბიჭვინთის აგარაკებზე საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. როგორც ეხო კავკაზა წერს, თავდაპირველად ინფორმაცია ჟურნალისტმა იზიდა ჩანიამ გაავრცელა.

“არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან პროტესტის ნოტა შევიდა. (რატიფიკაციის) შესახებ კანონის ცვლილებები, რომლებიც კრძალავს მესამე პირებისთვის სახელმწიფო აგარაკების გადაცემა, კონკრეტულად ვიღაცას არ აწყობს. მაგრამ საქმე ეს კი არაა, არამედ ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. არც საიტზე, არც ტელეგრამზე ეს ინფორმაცია არაა”, – დაწერა მან სოცქსელებში.

მოგვიანებით, ინფორმაცია ოპოზიციურმა პარტიებმა დაადასტურეს, რომელთა თქმითაც, ნოტა მათ განკარგულებაში მოხვდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, დილით ადრე, რიგგარეშე სხდომაზე რუსულ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რითაც ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა. ამასთან, ე.წ. დეპუტატებმა მესამე პირებისთვის ობიექტების, მიწის ნაკვეთების და აკვატორიის ნაკვეთების მესამე პირებისთვის გადაცემა აკრძალა.

ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი 1958-1961 წლებში, საბჭოთა კავშირის ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით აშენდა. 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში 49 წლით გადაცემული “ობიექტი” მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე დოკუმენტის ძალაში შესვლიდან რუსეთს მას 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს.

banner
წინა სტატიაშიაეროპორტების გაერთიანების დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში, ერთ-ერთი ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დასტურდება
შემდეგი სტატია15-17 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი