29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მოსკოვმა ლეგენდარულ მოჭადრაკესა და ოპოზიციონერ გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციამ ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონზე, ცნობილ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, რუსმა გამომძიებლებმა კასპაროვი საერთაშორისო ძებნილთა სიაში ოფიციალურად შეიყვანეს.

ლეგენდარული მოჭადრაკე, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს, კრემლისა და პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური კრიტიკოსია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის დაწყების შემდეგ. მოსკოვის ეს ნაბიჯი მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის მორიგი ეტაპია.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარ ბავშვებზე, საზოგადოების შეგროვებული თანხა კი ხალხის პასუხია
შემდეგი სტატიასისხლიანი გარჩევა წერეთლის გამზირზე: მშენებლობაზე დასაქმებულებს შორის დავას მკვლელობა მოჰყვა