მოსკოვმა ყველაზე ბნელი დეკემბერი გადაიტანა

რუსეთის მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში, 2017 წლის დეკემბერში მზის დანახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ 6-7 წუთის განმავლობაში, რის გამოც, 2017 წლის დეკემბერი ქალაქის ისტორიაში ყველაზე ბნელ თვედ ჩაიწერა.

რუსეთის მეტეოროლოგიური ცენტრის უფროსმა რომან ვილფანდმა აღნიშნა, რომ გასულ თვეს, მოსკოვში ღრუბლიანობის გამო, მზის ხილვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 6-7 წუთი.

,,ეს არის დედაქალაქის ისტორიაში, მზის ხილვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. როცა იგებენ ადამიანები ამ ამბავს, ამბობენ „ახლა გავიგეთ რატომ ვიყავით დეპრესიაში“- განაცხადა მან.

მოსკოვის ისტორიაში, მეორე ყველაზე ბნელი თვე, როდესაც მზის ხილვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ სამი საათი – 2000 წლის დეკემბერი იყო.

banner
წინა სტატიაშითურქეთის არმიამ სირიაში აშშ-ს მოკავშირეებს 30 მებრძოლი მოუკლა
შემდეგი სტატიაასადის არმია თურქეთის არმიასთან საბრძოლველად მზად არის