მოსკოვმა დაადასტურა, რომ ტრამპის შტაბთან მუდმივად ქონდა კონტაქტი

15050242_674189369407920_452576104_nრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყებას აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კავშირი ჰქონდა.
,,ჩვენ გვქონდა კონტაქტი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან წინასაარჩევნო პერიოდში და ეს კონტაქტების არჩევნების შემდგომაც გაგრძელდება,, განაცხადა რიაბკოვმა.
აშშ-ს არჩევნებთან დაკავშირებით მძაფრი განცხადება გააკეთა აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა სერგეი გლაზევმა, რომელმაც დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი ომის სიმბოლოდ წარმოაჩინა.
,,ამერიკელებს ორი არჩევანი ჰქონდათ: მესამე მსოფლიო ომი ან მრავალმხრივი მშვიდობა,, განაცხადა გლაზევმა და იქვე აღნიშნა, რომ ომის სიმბოლოდ კლინტონს მიიჩნევდა.ანალოგიური განაცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა “ასოშეითედ პრესთან” ინტერვიუში. მისი თქმით, რუს სპეციალისტებს კონტაქტი ჰქონდათ როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო შტაბთან. პესკოვმა მსგავს ურთიერთობას “სრულებით ბუნებრივი და სრულიად ნორმალური მოვლენა უწოდა”.
დონალდ ტრამპის პრესმდივანმა ხოუპ ხიკსმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაიამ ზიზი ანთელავას 80 წლის იუბილე მიულოცა
შემდეგი სტატიათურქეთში ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet გამომცემელი დააპატიმრეს