მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას “განათლებისა და კვალიფიკაციის ურთიერთცნობის შესახებ”

რუსეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას “განათლებისა და კვალიფიკაციის ურთიერთცნობის შესახებ”. ამიერიდან, რუსეთსა და აფხაზეთში გაცემულ დიპლომებს არ დასჭირდებათ “ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ლეგალიზაციის პროცედურის გავლა”. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “ТАСС”.
შეთანხმებას, ხელი მოაწერეს სოხუმის რეჟიმის განათლების უწყების მეთაურმა ადგურ კაკობამ და რუსეთის განათლების მინისტრმა ოლგა ვასილიევამ. ამ უკანასკნელის განცხადებით, ამჟამად რუსეთში 1700 აფხაზი სტუდენტი სწავლობს, რომელთა სწავლის საფასური რუსეთის ბიუჯეტიდან იფარება.

banner
წინა სტატიაშირატომ ებრძვის სახალხო დამცველის აპარატი უნივერსიტეტებს?!
შემდეგი სტატიათავდაცვის სფეროს ორი რუსული კომპანია აშშ-მ “შავ სიაში” შეიყვანა