მოსკოვმა ცივი ომის დაწყების შესახებ განაცხადა

ivanoviრუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ადმინიტრაციის ყოფილმა უფროსმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს წევრმა სერგეი ივანოვმა, Financial Times -თან საუბარში ცივი ომი უკვე შემდგარ ფაქტად გამოაცხადა.
სერგეი ივანოვის განცხადებით, ცივი ომი უკვე ცხოვრებისეული ფაქტია… ,,ვფიქრობ, რომ ყველანი საკმარისად ჭკვიანები ვართ იმისთვის, რომ მესამე მსოფლიო ომამდე არ მივიყვანოთ საქმე. მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ ცივი ომის, ინფორმაციული ომისა და პროპაგანდისტული ომის შესახებ, ეს ყველაფერი ცხოვრებისეული ფაქტი გახდა. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ,, აცხადებს სერგეი ივანოვი, რომელსაც წლების წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიც ეჭირა.
რუსი ჩინოვნიკი იმედოვნებს, რომ თეთრი სახლის ახალი მეთაურთან რუსეთს უფრო პრაგმატული ურთიერთობები ექნება… ,,ჩვენ მზად ვართ ამისთვის. საჭიროა უბრალოდ მოვიცადოთ წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებამდე,, აცხადებს ივანოვი.

banner
წინა სტატიაშირას მალავს იზორიას უწყება
შემდეგი სტატიააჭარის ტელევიზიასა და რადიოს ახალი დირექტორი ჰყავს