მოსკოვმა ბელორუსის შემოვლით რამდენიმე რეისი არ დაუშვა

მოსკოვმა ბელორუსის შემოვლით რამდენიმე რეისი არ დაუშვა

რუსეთის ავიაციამ მინიმუმ ორი ევროპული ავიაკომპანიის ფრენები არ დაადასტურეს, რომელთაც ბელორუსის გვერდის ავლით განხორციელეს ფრენები. 27 მაისს ავსტრიული ავიაკომპანია Austrian Airlines-ის ფრენები გადაიდო, გარდა ამისა, ზედიზედ ორი დღე ფრანგულმა ავიაკომპანიამ Air France მოსკოვში ვერ განახორციელა ფრენა.
როგორც ავსტრიულმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ფრენა გადაიდო იმიტომ, რომ რუსეთმა მასზე ნებართვა არ მისცა, ახალი მარშრუტი არ დაადასტურა. ფრენა 28 მაისისთვის გადადეს. იგივე განაცხადეს Air France-ში.

ბელორუსში მომხდარი 23 მაისის ინციდენტის გამო ევროპის ქვეყნების ავიაკომპანიები ცდილობენ ბელორუსის გვერდის ავლით იფრინონ.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე: მეტი ნებისყოფა რომ გამოგვეჩინა, შეთანხმების ახალი ტექსტი იქნებოდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: საქართველოში 5 პირს დაუდასტურდა ინდური შტამი, აქედან 2 საქართველოს მოქალაქეა