მოსკოვმა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის შესაძლო მიწოდებაზე კომენტარი გააკეთა

აშშ-ს მიერ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება მათ საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს და უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების წინააღმდეგ არის მიმართული – დღეს რუსეთის იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ულიანოვმა განაცხადა. მაღალჩინოსანი დიპლომატის განცხადებით, ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილება შეშფოთების საგანია, რადგანაც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას საფრთხის ქვეშ აყენებს სასიკვდილო იარაღის მიწოდებით. “ამასთან დაკავშირებით, ეუთოს საერთაშორისო შეზღუდვაც არსებობს. არსებობს 1994 წელს მიღებული დოკუმენტი ჩვეულებრივი შეიარაღების გადაცემაზე, არის დოკუმენტი მსუბუქი სასროლი იარაღის შესახებ, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული – ყველა მათგანი იმას ამბობს, რომ სასიკვდილო იარაღის მიწოდებაზე თავი უნდა შევიკავოთ შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში” – განაცხადა ულიანოვმა. აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ ერთხმად მიიღო კანონი “უკრაინაში დემოკრატიისა და სტაბილურობის მხარდაჭერის შესახებ”, რომელიც უკრაინაში ლეტალური იარაღის მიწოდებას უჭერს მხარს. შესაბამისი განცხადება დღეს, 22 სექტემბერს გამოქვეყნდა კონგრესის ქვედა პალატის საიტზე.

“აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ შეუძია პუტინს აფიქრებინოს, რომ შეერთებული შტატები მისი აგრესიის წინააღმდეგ მოქმედებებს ასუსტებს” – განაცხადა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა. კანონის თანახმად, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება, კანონი ასევე, რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიას აღიარებს. “შესაბამისი სანქციები იქამდე დარჩება ძალაში, სანამ აშშ-ს პრეზიდენტი კონგრესს იმის მტკიცებულებებს არ წარუდგენს, რომ უკრაინამ სუვერენიტეტი აღადგინა” – ასეთი კომენტარი გაუკეთა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ აღნიშნულ კანონს.

banner
წინა სტატიაშიგია შარვაშიძე: მუშაობას იმ კონცეფციის მიხედვით დავიწყებ, რომელიც აკადემიურ საბჭოს წარვუდგნე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: წელს არის პირველი არჩევნები, როდესაც არ არის ზედმეტი დაძაბულობა