მოსკოვმა, ანკარამ და თეირანმა სირიის საკითხზე შეხვედრა გამართეს

რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო სამქმეთა მინისტრებმა შაბათს, 28 აპრილს მოსკოვში სირიის საკითხზე შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეები სამშვიდობო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ – “დოიჩე ველე” წერს. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მევლუტ ჩავუშოღლოს თქმით, მხარეებმა სირიის კონფლიქტის მოგვარებაში საგრძნობად წაიწიეს წინ. “იმისათვის, რომ კანონიერად იქნას აღიარებული ნებისმიერი მომდევნო გადაწყვეტილება, აუცილებელია გაეროსთან თანამშრომლობა” – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
სირიაში სამხედრო კონფლიქტი 2011 წლიდან გრძელდება. საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ასობით ათასი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშივანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია
შემდეგი სტატიააშშ-სა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებმა კიმ ჩენ ინისა და ტრამპის მომავალი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს