მოსკოვის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა.
ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს და წერს, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმამ ხანძარი გამოიწვია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც მოსკოვის ოლქისთვის საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელია.
ამ ინციდენტმა ქარხნის მუშაობის სრული შეჩერება გამოიწვია. Reuters-ის წყაროების თანახმად, იერიშმა მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კომპანია Газпром нефть-ის კუთვნილ ქარხანაში დააზიანა მთავარი გადამამუშავებელი დანადგარი. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ დანადგარზე ქარხნის მთლიანი სიმძლავრის 53% მოდის.


















