მოსკოვის წინადადებას გამოძიებას შეუერთდეს, ლონდონმა “გარყვნილება” უწოდა

მოსკოვმა სურვილი გამოთქვა ბრიტანეთის სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის სეგრეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში მიიღოს მონაწილეობა, რასაც ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ორგანიზაცია “გარყვნილებას” უწოდებს.

“რუსეთის წინადადება, გამოძიებას შეუერთდეს არის დივერსიული ტაქტიკა და კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია შეკითხვებისთვის თავის არიდებისკენ, რომელსაც რუსეთის მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი”

დღეს დილით ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ორგანიზაცია ჰააგაში სპეციალურ შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრა ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრ შულგინის თხოვნით შედგა დახურულ კარს მიღმა. ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ორგანიზაცია დამოუკიდებლად სწავლობს ნივთიერებას, რომელითაც სკრიპალები მოწამლეს.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. ბრიტანეთის მთავრობა მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. ვლადიმირ პუტინმა ბრალდებას “ბოდვა” და “ნონსენსი” უწოდა.

სკრიპალის მოწამვლამ რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად დაძაბა. ბრიტანეთის გარდა 30-მდე ქვეყანამ რუსეთის დიპმისიების 150-მდე წარმომადგენელი დაითხოვა საკუთარი ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველომაც.

banner
წინა სტატიაშიბახრეინმა ნავთობის უმსხვილესი მარაგი აღმოაჩინა
შემდეგი სტატიავაშინგტონში არალეგალური მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს