მოსკოვის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე დაურ ბარგანჯია

მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარის დაურ ბარგანჯიას პატიმრობაში 17 დეკემბრამდე დატოვების თაობაზე. მას ბრალად ედება 28 მილიონი რუბლის (487 077 USD) ქურდობა. ბარგანჯიამ ეს თანხა მაქინაციების გზით მოპარა ცნობილ საბჭოთა მსახიობს 95 წლის ვლადიმერ ეტუშს. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი საბჭოთა კინოში. კერძოდ, ფილმში “კავკასიელი ტყვე ქალი” მან შეასრულა საბჭოთა სამეურნეო ჩინოვნიკის ამხანაგ საახოვის როლი.
2013 წელს ბარგანჯიამ შესთავაზა ვლადიმერ ეტუშს გაეხსნა ანგარიში შვეიცარიის ბანკში, რაშიც დახმარებას დაპირდა. მსახიობი ენდო მას და მთელი თავისი დანაზოგი გადაურიცხა. ამა წლის ოქტომბერში კი ეტუშმა თანხის უკნა დაბრუნება მოითხოვა და როდესაც ბარგანჯიასგან უარი მიიღო, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

https://youtu.be/S53_5j42hWE

banner
წინა სტატიაში“მე ამ ნაღმების შემეშინდა…”- რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი კონსტიტუციას?
შემდეგი სტატიაყირიმი და დონბასი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს ტვირთად აწევს