20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარიში დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ მისივე Telegram-არხზე გამოქვეყნდა.

თუმცა, მითითებულია, რომ განცხადებას ალფეევის დაცვის მხარე ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 24 მაისს, კარლოვი ვარის ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიციამ გააჩერა მანქანა, რომლითაც მიტროპოლიტი და მისი ოპერატორი გადაადგილდებოდნენ. ჩხრეკის დროს მათ საბარგულში „თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი პატარა კონტეინერი“ აღმოაჩინეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ნივთიერებაზეა საუბარი. თავად ალფეევმა რაიმე სახის აკრძალული ნივთიერებების ფლობასთან კავშირი უარყო.

„მე არანაირი კავშირი არ მაქვს და არც არასდროს მქონია ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან. ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, ასეთი რამის ვარაუდი აბსოლუტურად მცდარია. მე მოვითხოვ ინციდენტის სრულ, დამოუკიდებელ და პროცედურულად უნაკლო გამოძიებას“,- განაცხადა მან.

ალფეევის მტკიცებითვე, ბოლო თვეებში არაერთხელ მიიღო “ანონიმური მუქარა”, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების. როგორც ის ამბობს, ითხოვდნენ, რომ მსახურების ადგილი დაეტოვებინა.

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი 2009 წლიდან მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. ის პატრიარქ კირილის შესაძლო მემკვიდრედაც მოიაზრებოდა, თუმცა 2022 წლის ივნისში რუსეთის ეკლესიის სინოდმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის ადმინისტრატორად დანიშნა.

მას შემდეგ კი რაც ალფეევი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, 2024 წლის დეკემბერში, რუსეთის ეკლესიის სინოდმა ის ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია კარგიც არის, რადგან ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ „უსუსურ სახეს“
შემდეგი სტატიარომის პაპი ლეო XIV ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება