13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

მოსკოვის საპატრიარქომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კვლავ არასრული ტიტულით მოიხსენია

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანონსში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III კვლავ არ არის მოხსენიებული სრული საეკლესიო ტიტულით.
მოსკოვის საპატრიარქო მას მოიხსენიებს როგორც „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს“, თუმცა არ იყენებს მის სრულ ტიტულს: „უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ მოცემულობას “შეეგუა” და რეაქცია აღარ აქვს, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს 1 ოქტომბრის ანონსში არც ამჯერად არის მოხსენიებული შიო III-ის ტიტული „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“.
ეს ფორმულირება მნიშვნელოვანია საქართველოს ეკლესიის საეკლესიო ტერიტორიის კონტექსტში, რადგან სწორედ აღნიშნული ტიტული ასახავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეგიტიმურ იურისდიქციას აფხაზეთზე.
banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
შემდეგი სტატია„მოსკოვში წასვლა გამორიცხული არ არის“ — დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე