მოსკოვის საპატრიარქო ოფიციალურად შემოჭრილია საქართველოს საპატრიარქოს ტერიტორიაზე!

“ყურადღებით გავეცანი საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის წერილს რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის და ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდესადმი, სადაც გამოთქმულია საყვედური ქ. ცხინვალის წმ. სამების ეკლესიაში ვლადიკავკაზის ეპარქიის მღვდელ სერგი კოკოითის მიერ შობას აღვლენილი წირვის გამო და სამართლიანად ეს აქტი შეფასებულია საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შემჭრად, მაგრამ თავად ეს ტაძარი – ცხინვალის წმ სამების ეკლესია – აგებულია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით და ვლადიკავკაზელ ეპისკოპოს ლეონიდეს ხელმძღვანელობით 2015-2019 წლებში, ამიტომ მთლად შესაბამისი და ადეკვატური არაა 7 იანვრის წირვას ვაპროტესტებდეთ და მღვდელ სერგის დასჯას ვითხოვდეთ, მაშინ როდესაც თავად ეს მასტაბური გუმბათოვანი ტაძარი ცხინვალში წამომართა პატრიარქმა კირილმა და ოფიციალურად ექვემდებარება ვლადიკვკაზისა და ალანიის ეპარქიას და მუდმივი რუსული წირვა-ლოცვა აღევლინება მასში 2019 წლიდან დღემდე. ამას შესახებ მრავლადაა მასალები რუსულენოვან მედიაში და ამაზე მეც რამდენჯერმე დავწერე, მაგრამ სჩანს ქართული
მხარე მაინც ვერ, თუ არ ერკვევა და ინტერესდება სათანადოდ, თუ რა ხდება ცხინვალში, რისთვისაც არაა საჭირო ფიზიკურად ჩახვიდე იქ, საკმარისია ინტერნეტი და გუგლი.
მოსკოვის საპატრიარქოს ამ უტიფრობას და თავხედობას ემატება ის, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ყველა ინტერნეტ და ბეჭდურ გამოცემაში საქართველოს პატრიარქის ტიტულის ნაწილი “ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი” ამოღებულია და ეს თავხედობა იქამდე მივიდა, რომ
ამ დღეებში გარდაცვლილი ბელორუსის ეგზარქოს ფილარეტ ვახრომეევის გარდაცვალების გამო საქართველოს პატრიარქის მიერ გაგზავნილი სამძიმრის წერილი, რომელსაც სრული ტიტულით აწერდა ხელს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რუსეთის საპატრიარქომ დააცენზურა და ტიტულიდან ამოიღო “ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი” და ისე გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამას შედარეთ კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის და მისი საპატრიარქოს ქმედებები, სადაც ის ყველა დოკუმენტში და ინტერნეტგამოცემაში ხაზს უსვამს საქართველოს პატრიარქის სრულ ტიტულს, მის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობას!
ნებისმიერი სხვა მართლმადიდებელი ეკლესია ამ ფაქტების გამო ევქარისტიულ კავშირს გაწყვეტდა მოსკოვის საპატრიარქოსთან, ჩვენ რა გვკავებს?!
ფოტოზე წარმოგიდგენთ ცხინვალის წმ. სამების ეკლესიას, რომელიც პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით აიგო 2015-2019 წლებში. ასევე ასევე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მსკოვის პატრიარქისადმი გაგზავნილი სამძიმრის ორგინალი ტექსტის ფოტოს, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა და მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისი დაცენზურებულ/დამახინჯებილი ვერსიის სქრინშოტს”-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშივალერი კატუკია: უფრო ხმამაღლა და უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ დევნილთა შელახული უფლებებისთვის!
შემდეგი სტატიაგიორგი რურუა ელისაშვილს პასუხობს