მოსკოვის რეგიონზე ათეულობით უპილოტო აპარატით იერიშები განხორციელდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 იანვრის ღამეს რუსეთზე,  მათ შორის მოსკოვის რეგიონზე, ათეულობით უპილოტო აპარატით იერიშები განხორციელდა.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველად გამოცხადდა 90 დრონის, შემდეგ კი დამატებით 42-ის ჩამოგდების შესახებ. იუწყებიან, რომ მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს 11 დრონი, მათგან სამი – დედაქალაქისკენ მიფრინავდა.

ყველაზე მეტი მოწყობილობა, რუსეთის მონაცემებით, ბრიანსკისა (37) და კურსკის (22) ოლქებში გაანეიტრალეს.

ღამით დროებით დაიკეტა მოსკოვის აეროპორტები ვნუკოვო და ჟუკოვსკი – ვნუკოვოში გადაიდო დაახლოებით 50 რეისი როგორც გამოფრენის, ისე ჩაფრენის მიმართულებით.

შეგახსენებთ, იმავე ღამით რუსეთმა უკრაინას შეუტია 52 დრონით, რომელთაგან დაახლოებით 40 ტიპის „შაჰედები“ იყო.

banner
წინა სტატიაში157 კილოგრამი ჰეროინის საქმე – რას ამბობს წითელ ხიდზე დაკავებული პირის ადვოკატი?!
შემდეგი სტატიარა ვითარებაა გზებზე?! – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს