მოსკოვის ოლქში პოლიციაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

მოსკოვის ოლქში საგზაო-საპატრულო სამსახურზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ დამკვირვებელთა ჯგუფი SITE Inteligence Team ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ტერორისტული დაჯგუფება იტყობინება, რომ პოლიციაზე თავდამსხმელები ჩეჩნეთის მკვიდრნი და “ისლამური სახელმწიფოს” “მეომრები” იყვნენ. ისინი სამართალდამცველებს ცულით დაესხნენ თავს და მათი იარაღის წართმევა სცადეს. ინფორმაცია ამის შესახებ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ სააგენტო Amaq-ზე გამოქვეყნდა.

მოსკოვის ოლქში საგზაო-საპატრულო სამსახურზე თავდასხმა 17 აგვისტოს განხორციელდა. თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ცულით შეიარაღებული იყო, მან პოლიციელი დაჭრა. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორი თავდასხმელი მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისის წარმომადგენელმა პარტია დატოვა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – პრეზიდენტებს ბოტოქსების, მასაჟისტების და სუშის ქვითარის გამო არ იჭერენ