მოსკოვის ოლქის ქალაქ ლიუბერცში ელექტროქვესადგურში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამო ენერგომომარაგება რამდენიმე რაიონში შეწყდა.
დაზარალებულთა ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ასევე უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

















