მოსკოვის ოლქიდან ნატოს ქვეყნებში – კონტრაბანდული გზით

http://image.newsru.com/pict/id/large/1826172_20151123172048.gifმოსკოვის ოლქის საბაჟოზე აღმოაჩინეს კონტრაბანდის არხი, საიდანაც საერთაშორისო საფოსტო გზავნილებით აგზავნიდნენ კონტრაბანდას – საომარ ტექნიკას ნატოს ქვეყნებში -ამ  ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საბაჟოს ფედერალური სამსახურის საიტი.

დაკავებულია მოსკოვის ოლქის მცხოვრებირუსეთის მოქალაქე, რომელმაც ა.წ. სექტემბერში  ხუთი ამანათი გააგზავნა იტალიაში, ამერიკასა და კანადაში. ამანათებში მოთავსებული იყო ღამის ხედვის მოწყობილობების მსგავსი ნივთები. დაკავებული ერთ მოწყობილობას  500 ამერიკულ დოლარად აფასებდა.

ექსპერტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ღამის ხედვის მოწყობილობები სამხედრო დანიშნულებისაა და განკუთვნილი არ არის სამოქალაქო მოხმარებისთვის. ასევე, აკრძალულია მათი თავისუფალი გაყიდვა.

მამაკაცი ამანათის დაბრუნების საბაბითმოიწვიესსაფოსტო განყოფილებაში, სადაც ისდააკავეს. მოგვიანებით, ბინაში, რომელსაც ქირაობდა დაკავებული, ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა საწყობი, სადაც იყო ღამის ხედვის ხელსაწყოები, ოპტიკური სამიზნეები სნაიპერული შაშხანებისთვის, სამხედრო დანიშნულების სხვა ოპტიკური ხელსაწყოები და რევოლვერი. ასევე ნოუთბუქი, რომლის მეშვეობითაც დაკავებული აწარმოებდა მიმოწერას უცხო ქვეყნის კონტრაგენტებთან.მათი უმრავლესობა ნატოს წევრი ქვეყნებიდან იყო.

 

 

banner
წინა სტატიაშიმორიგი ტერაქტი- მაკრატლებით შეიარაღებული პალესტინელი მოზარდები იერუსალიმში მოქალაქეებს დაესხნენ თავს
შემდეგი სტატიაბელორუსი უკვე არ არის „ევროპის ბოლო დიქტატურა”- ლუკაშენკოს დიპლომატიური წარმატებები