მოსკოვის ნაცვლად ანწუხელიძის სახელობის ქუჩა- ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივა

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი, გორში მოსკოვის ქუჩის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადებას, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამჟამად გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს. მისი თქმით დროა, მოსკოვის ქუჩას გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს.

“ალბათ ურიგო არ იქნება და დროულია, თუ გორში მოსკოვის ქუჩას სახელს შევუცვლით და საქართველოს უახლეს ისტორიაში თავდადების, ვაჟკაცობის და გმირობის ეტალონის, გიორგი ანწუხელიძის სახელს დავარქმევთ”-აცხადებს ოქრუაშვილი.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს განვითარების ფონდი“ “რუსთავის2”-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასამების ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შესაძლოა, რამდენიმე სასულიერო პირი დააკავონ