მოსკოვის ალექსანდროვის ბაღში ფრონტზე მობილიზებულ სამხედროთა ცოლების აქცია გაიმართა სამხედრო მოსამსახურეთა სახლში დაბრუნების მოთხოვნით. აქციაზე 200-მდე ადამიანი შეგროვდა.
აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „გზა სახლისკენ“. აქციის მონაწილეებმა კრემლის კედელთან მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ცდილობენ შეახსენონ ქვეყანას არა მხოლოდ წინა ომებში დაღუპულები, არამედ ის, რომ დღესაც თანამემამულეები სახლისგან და ოჯახისგან შორს იღუპებიან. ორგანიზაცია ამ აქციებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მართავს, მაგრამ ახლა ის მოსკოვში იმართება.
აქციაზე პოლიციამ 27 ადამიანი, ძირითადად ჟურნალისტები დააკავა. დაკავებულთა უმეტესობა კაცები არიან.
მოსკოვის მილიციამ ჟურნალისტები დააკავა. მიზეზი იმ აქციის გაშუქებაა, რომელიც მობილიზებული სამხედროების მეუღლეებმა გამართეს. რეპორტიორებს ჟილეტები ეცვათ რომელზეც პრესა ეწერა, ამის მიუხედავად კი რუსულმა პოლიციამ მათი აყვანის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.