30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

მოსკოვის მერი: რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე, წუხელ ღამით, დრონით 400-ზე მეტი იერიში განხორციელდა

მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე, წუხელ ღამით, დრონით 400-ზე მეტი იერიში განხორციელდა.

„საღამოდან დილის 6 საათამდე მოსკოვის ოლქის მიმართულებით 430-ზე მეტი დრონი მოფრინავდა, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებზე გაანეიტრალეს. მოსკოვთან მიახლოებისას მტრის 36 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, – წერს სერგეი სობიანინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 6 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავსა და ლენინგრადის ოლქს შეუტიეს. მათ შორის სამიზნე იყო რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბალტიის ზღვაზე მდებარე ნავთობის საექსპორტო პორტები.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი 7-8 ივლისს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში გაიმართება
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა