13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები საქართველოში თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით

ეუთო “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული.

მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები საქართველოში თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით:

• ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე

• განხორციელდეს აუცილებელი ცვლილებები არჩევნების ორგანიზებაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მომზადებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად

• მოწვეულ იქნან საგარეო დამკვირვებლები (კერძოდ, ეუთო/ODIHR-ის მისია) მომავალ არჩევნებზე დასაკვირვებლად. მოწვევა უნდა გაიგზავნოს საკმარისად ადრე, რათა ODIHR-მა შეძლოს სადამკვირვებლო მისიის ჯეროვნად და სრულფასოვნად განხორციელება

• ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ოპოზიციის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე დაშინებისა და მუქარის რიტორიკული კამპანიებისგან

• ხელისუფლებამ თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითნებური ინიციირებისგან და უკან გაითხოვოს ამჟამად განსახილველი განაცხადები

• გაუქმდეს თვითნებურად წარდგენილი ბრალდებები პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების მიმართ (კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 318-ე და 319-ე მუხლებზე დაფუძნებული ბრალდებები)

banner
წინა სტატიაშიიურისტი ედუარდ მარიკაშვილი: მოვა დრო და “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებული ანგარიში “ქართული ოცნების” პოლიტიკური სამარის ქვაზე სიტყვა-სიტყვით დაიწერება
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია