„მოსკოვის მექანიზმი“ რადიკალური ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია”, – ამის შესახებ განცხადება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ, მაჭარაშვილი ვერ იხსენებს ფაქტს, როცა 27 ქვეყნის ელჩი ბოდიშს იხდის.
“24 ქვეყანა კი არა, 27 ქვეყნის ელჩი იუსტიციის მინისტრთან მივიდა და ეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი კვდება, ევროპის ჰაერი სჭირდებაო. რატომღაც, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ არ მახსოვს, 27 ქვეყნის ელჩი მოსულიყო და ბოდიში მოეხადა, უი, შევცდით, სააკაშვილი არ კვდებაო. რას მოგვიწოდებს 24 ქვეყანა, ჩვენთვის არაფრის მთქმელია, თუ ამას თან მტკიცებულება არ ახლავს. მათი აზრით, ეს მექანიზმი რადიკალური ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ უშველის, მალე, მათ საკონსტიტუციო სასამართლო ხელოვნური სუნთქვიდან გამორთავს, რადგან ასეთი სახის პოლიტიკური პარტია არ უნდა არსებობდეს და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.















